შევაგროვებთ დეპუტატების ნიჭიერი ბავშვების სიას და დავაფინანსებთ თითოეულის სკოლის გადასახადს – კობახიძე

“შევაგროვებთ დეპუტატების ნიჭიერი ბავშვების სიას და დავაფინანსებთ თითოეულის სკოლის გადასახადს”- ეს განცხადება, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი  კობახიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე თქვა, რომ მისი შვილი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა და ამის გამოც კი ეკუთვნოდა სწავლის დაფინანსება.

“ე.წ. პიჯაკების საქმეში არის უმძიმესი კორუფციული დანაშაულები. მათ შორის, დღეს საუბრობდა ის, რაც წავიკითხე, შვილთან დაკავშირებით და იმით დაასაბუთა კორუფციული სკანდალი შვილთან დაკავშირებით, რომ მისი შვილი არის ნიჭიერი. ჩვენ ახლა შევაგროვებთ დეპუტატების ნიჭიერი ბავშვების სიას და დავაფინანსებთ თითოეულის სკოლის გადასახადს. ნუ, სამარცხვინოა ეს ყველაფერი” – ამბობს კობახიძე.