შევთანხმდით, სოც მუშაკები რამდენი ხანიც საჭირო იქნება იმუშავებენ – მეუფე ნიკოლოზი

ახალციხისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, ნიკოლოზის თქმით, ნინოწმინდის პანსიონში შეთანხმება შედგა. მეუფე ნიკოლოზის თქმით, შეთანხმება შედგა და სოცმუშაკები პანსიონში დარჩებიან.

„შეთანხმება შედგა. შეხვედრაზე ვიყავით ეკლესიის წარმომადგენლები, ხელისუფლების წარმომადგენლები და სოცმუშაკები. შევთანხმდით, რომ სოცმუშაკები დარჩებიან აქ. ჩვენ ყველას გვექნება კომუნიკაცია ერთმანეთთან. სოცმუშაკების ნაწილი იმუშავებს დღის განმავლობაში, რამდენიმე კი ღამითაც დარჩება და ბავშვებთან მათი ეს ურთიერთობა გაგრძელდება რამდენ ხანსაც ჩათვლიან ისინი საჭიროდ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.