“შევიდეს, შევიდეს! დავიღალეთ ყველა უკვე”,- ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ პარლამენტში მისი პარტია სულ რომ მარტო შევიდეს, მაინც შევა.
„სევდიანი ისტორია მეჩვენება ალეკოსთვის, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტში უნდა შევიდეს და უკაცრავად ამ უხეში სიტყვისთვის „გააპრავოს“ „ქართული ოცნება“ და გაყალბებული არჩევნები; მაგრამ მგონი, დროა უკვე შევიდეს იმიტომ, რომ მართლა დაიღალა ამ მუქარით ამომრჩეველიც. შევიდეს, თუ ფიქრობს, რომ უნდა შევიდეს! მე არ მემეტება არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი იმ პარლამენტში შესვლისთვის, მაგრამ რა გაეწყობა, მისი წარმოდგენა ემთხვევა კობახიძის წარმოდგენას“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ცნობისთვის, დღეს პარტია მოქალაქეებსა და იაგო ხვიჩიას გირჩს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს.