სტრატეგია აღმაშენებლის ერთ–ერთი ლიდერი, თაკო ჩარაკვიანი ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილს პარლამენტში შესვლა შესთავაზა.
“შევხვდებით [ალეკო ალისაშვილს], მაგრამ ხომ ვიცით, რომ უარს ვეტყვით? ჩემგან რაზეა საუბარი, წინასწარ ვიცი, ზუსტად. უნდა მას შესვლა [პარლამენტში], მე შევთავაზე, რომ შევიდეს, დაისვენოს და ჩვენც დაგვასვენოს რაღაცნაირად. მთავარია ჩვენ უმთავრესი მოვითხოვოთ, ესაა გაყალბებული, ახალი არჩევნების დანიშვნა. იმ არჩევნებისთვის, რა თქმა უნდა, ახალი სისტემით მივალთ, რატომ ცუღლუტობს ალეკო?”,– ამბობს ჩარკვიანი.
ცნობისთვის, მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს აპირებს.