შევიდოდა კაცი პარლამენტში, ქოცების ერთი-ორი ნაშის “ხათრით” – ოქრუაშვილი

გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში სექსისტურ განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, ქოცების ერთი–ორი “ნაშის ხათრით შევიდოდა კაცი პარლამენტში”.

“შევიდოდა კაცი პარლამენტში, ქოცების ერთი-ორი ნაშის “ხათრით” და სამი-ოთხი ჩოილარის მისაჩუხანებლად. ჩემგან მოსულა ესეთი პოსტი…”,– წერს ოქრუაშვილი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, დღეს მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ერთპარტიულად ჩატარდა. ჯერჯერობით არცერთი ოპოზიციონერი პარლამენტში შესვლას არ აპირებს.