შევისწავლით უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადება

“შევისწავლით უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას ” – ნათქვამია ამის შესახებ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

”პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცნობი პირები პირად სატელეფონო ნომრებზე უკავშირდებიან მოქალაქეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას”, – წერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

ცნობისთვის, ხელისუფლებს მიერ ორგანიზებული ჯგუფები, რუსული კანონის წინააღმდეგ მებრძოლ პოლიტიკოსებს და სამოქალაქო აქტივისტებს უკვე მეორე დღეა, ურეკავენ თუმცა თუმცა ამჯერად მოკვლის მუქარის შემცველი ტექსტებით.