“მინდა ხაზი გავუსვა, რომ რეგიონში სტრატეგიული მნიშვნელობის არის ჩემი მთავრობისთვის ეს ინიციატივა, სანდო სატრანზიტო პარტნიორად ყოფნა გვაძლევს საშუალებას, ეს ჰიდროენერგეტიკული რესურსი მივაწოდოთ კასპიის ზღვიდან დასავლეთს და ამ პროექტის განხორციელება ახალ განზომილებას გვაძლევს სტრატეგიული განვითარებისა და პარტნიორობისთვის.
კიდევ ერთხელ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს უშველებელი პოტენციალი გააჩნია განახლებადი ენერგიის წარმოებისა და ექსპორტის კუთხით. ჩვენ შევიტანთ წვლილს ენერგოუსაფრთხოების კუთხით ევროპაში. […] საქართველოს გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობა ბუნებრივად გვაქცევს დასავლეთის და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად, ისევე როგორც ზღვაზე წვდომის არმქონე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რვა ქვეყნის კარიბჭედ, რაც უმნიშვნელოვანესი კვანძია ევროკავშირის გლობალური დაკავშირებადების რუკაზე სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისადმი ენერგორესურსების მიწოდების კონტექსტში”,
აცხადებს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მისი განცხადებით, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელის პროექტის შედეგად საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანის და უნგრეთის ელექტროგადამცემი ხაზებისა და სისტემებით ევროპა მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებას შეძლებს.