“შევრიგდებით ყველანი და დავიწყებთ ქვეყნის შენებას “- ასე უპასუხა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ჟურნალისტების კითხვას ეროვნულ შეთანხმებასთან დაკავშირებით.
“მე მგონია, რომ საქართველო მყარად დაადგება უკვე განვითარების გზას. აღარ ექნება ასეთი ძვრები, მოვილაპარაკებთ, შევრიგდებით ყველანი და დავიწყებთ ქვეყნის შენებას ერთად. მე სხვანაირად ვერ ვხედავ, პოლიტიკურ შეფასებებს ნუ გამაკეთებინებთ და დანარჩენი, სხვა გზა არ არსებობს”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.