შევხვდი და ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს, გადავწყვიტე, შევხვდე სააკაშვილსაც – გიორგი მარგველაშვილი

“შევხვდი და ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს, გადავწყვიტე, შევხვდე სააკაშვილსაც”- განაცხადა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა. მარგველაშვილი აცხადებს რომ უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და სხვა თემებთან ერთად, განიხილა ინიციატივა “ეროვნულ თანხმობაზე”.

“შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ვისაუბრეთ არაერთ საკითხზე, რის განხილვასაც ეთერში არ ვაპირებ. ბუნებრივია, მათ შორის, იმ მნიშვნელოვან პროცესზე, რომელიც დაიწყო ქალბატონმა სალომემ. ეს არის უაღრესად დროული და ადეკვატური პოზიცია ქალბატონი პრეზიდენტის, რომელიც დღეს მისი თაოსნობით იწყება.

აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილი მაქვს, შევხვდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს. დღეს ოფიციალურად მივმართავ შესაბამის უწყებებს”, – თქვა მარგველაშვილმა.