“შეზარხოშდებიან და ქართული ხვევნა-კოცნა იწყება ხოლმე, ამიტომ არის კომენდანტი “- ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
“ბევრჯერ მაქვს ეს ახსნილი. ეს არის მობილობის შემცირებისთვის. ღიად რომ ვთქვა, კარგად რომ შეზარხოშდებიან ადამიანები, ქართული ხვევნა-კოცნა რომ იწყება ხოლმე სუფრაზე, ამას რომ ავარიდოთ თავი, ამიტომ არის ეს. რეალობა ეს არის, ასე ვრცელდება ეს დაავადება, დიდი კლასტერები სუფრებთან იყო ყოველთვის დაკავშირებული. ალბათ მალე ესეც მოიხსნება იმიტომ, რომ ჯერჯერობით ეს დარჩა ერთი ფაქტორი, რომელიც ფართო გავრცელებას ხელს უშლის.”-განაცხადა პაატა იმნაძემ.