კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით განათლების სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი იმართება. აქციაზე ქორეოგრაფიული ანსამბლის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც ამბობენ, რომ უკვე ათი თვეა მათ მუშაობის საშუალება არ ეძლევათ.როგორც ისინი აცხადებენ, ის დახმარება რომელიც მათ მთავრობამ გამოუყო არასაკმარისი იყო.
“უამრავი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით. პირველი პრობლემა ეს არის, ფინანსური პრობლემა, რადგან უკვე მე-10 თვეა უმუშევრები ვართ და სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, რაც იყო იმდენად მიზერული იყო, რომ 10 თვის განმავლობაში არანაირად გვეყოფოდა ეს დახმარება. ხელშესახებ დახმარებაზე საუბარი არ არსებობს, დღემდე არ გვაძლევენ მუშაობის უფლებას. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ იმ რეგულაციებით, რაც საჭიროა კოვიდთან დაკავშირებით, ეს ჩვენს ინტერესებშიც შედის”,-ამბობს ქორეორაფიული ანსამბლის წარმომადგენელი.
შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, 16:00 საათზე აქცია იგეგმება მთავრობის ადმინისტრაციასთან.