მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია საქართველოს, სიტუაციის მაქსიმალური კონტროლისკენ მოუწოდებს.სპეციალისტები ქვეყნებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რათა ეპიდემია ხელახლა არ აფეთქდეს. ორგანიზაციის ტექნიკური ჯგუფის ექსპერტებმა დღეს იმ რეკომენდაციების გათვალისწინების აუცილებლობაზე ისაუბრეს, რომელსაც ჯანმო აწესებს.
საქართველო და ყველა ქვეყანა იყენებს კოვიდთან ბრძოლის ერთიან მეთოდს. ჩვენ ვირუსი დასაწყისშივე სერიოზულ საფრთხედ აღვიქვით, ახლა პროცესები უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ამას ველოდით. პოზიტიურ დინამიკას ვხედავთ ევროპის რეგიონში, მათ შორის საქართველოში, – ამბობს ჯანმოს ევროპის ოფისის წარმომადგენელი.
ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი კი იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც დაწესებულმა შეზღუდვებმა გააჩინა. ჰანს კლუგის თქმით, მნიშვნელოვნად იმატა ძალდობის ფაქტებმა და თუ ქვეყნები შეზღუდვებს ექვს თვეზე მეტ ხანს გაახანგრძლივებენ, ასეთი ფაქტები მილიონობით იქნება.
თუ შეზღუდვები ექვს თვეზე მეტ ხანს გაგრძელდება, ველოდებით ძალადობის 31 მილიონამდე შემთხვევას როგორც ქალების, ისე ბავშვების მიმართ, – განაცხადა ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგიმ.