შეზღუდვები რომლებიც დღეიდან ამოქმედდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დაწესდება.

იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს

სრულად იზღუდება ფესტივალები, მასობრივი ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები, გარდა იმ სპორტული შეჯიბრებებისა, რომლებიც იმართება საერთაშორისო ეგიდით;

იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;

კვების ობიექტები  00:00 საათის ნაცვლად, იმუშავებენ 23:00 საათამდე.