“გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთ კონსულტაციებს და შეთანხმებებს ადგილი არ ჰქონია, ეს ერთი. დააკვირდით უბრალოდ, როდის და როგორ კეთდება.
თუ ვინმეს სჯერა, რომ რუსეთი და საქართველოს ხელისუფლება არიან კონსპირაციულ თანამშრომლობაში… როგორ ფიქრობთ, რა ინტერესი შეიძლება იყოს ლავროვის, როდესაც ასეთ საჯარო პუბლიკაციას აკეთებს ამ თემასთან დაკავშირებით და ვის ინტერესშია ასეთი განცხადებები. სამწუხაროდ, აღმოაჩენთ ძალიან მარტივად, რომ ასეთი არასწორი ინფორმაციების გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ოპოზიციის ინტერესშია. […] ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს”,
ასე აფასებს ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ლავროვის განცხადებას ფრენებთან დაკავშირებით.