“შეთანხმება გულისხმობს იმ ადამიანების პასუხისმგებლობას ვინც დანაშაული ჩაიდინა”- ამის შესახებ, პარლამენტის ვიცე სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
“რამე ტიპის თანამშრომლობა და პოლიტიკური შეთანხმება გულისხმობს იმ ყველაფრის სამართლიანად შეფასებას, რაც მოხდა, იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, ვინც დანაშაული ჩაიდინა. არჩევნების შედეგების პატივისცემას და კონსტიტუციური ფორმატების, მათ შორის, პარლამენტის გამოყენებას.
მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ოპოზიციის რადიკალური ბანაკი დაარწმუნოს, რომ მათ ბოლოს და ბოლოს, 8 არჩევნებში დამარცხების შემდეგ, შეწყვიტონ დესტრუქციული როლი და შეასრულონ ის მოვალეობა, რაც მოსახლეობამ დააკისრა”. – ამბობს არჩილ თალაკვაძე.