“შეთანხმებისკენ მოწოდება იყო “- მაიკ პომპეოს მდივანთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ამერიკელმა პარტნიორებმა ოპოზიციას შეთანხმებისკენ მოუწოდეს.
“ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა, ხელისუფლებასთან ოპოზიციის ანგარიშგასაწეობის საკითხის ხაზგასმაა.იყო მოწოდება შეთანხმებისკენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ნამდვილად მივაწოდეთ ყველა ის საკითხი, რაც ხდება რეალურად ქვეყანაში. ოპოზიციამ დააფიქსირა თავისი პოზიცია ერთიან მოთხოვნებთან დაკავშირებით და სრული მზაობა გამოვხატეთ, რომ მესამე რაუნდში მივიდეთ, ოღონდ ველოდებით ადეკვატურ პასუხს ქართული ოცნების მხრიდან”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.