ევროპული საქართველოს სიის წევრმა შალვა შავგულიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით შექმნილ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
დღეს შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა ევროპული საქართველოს სიით გასულმა კიდევ ერთმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმაც. ისინი ევროპული საქართველოს წევრები არ არიან.
ამ დროისთვის დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ ნაციონალურ მოძრაობას, ევროპული საქართველოს, ლეიბორისტულ პარტიასა და თაკო ჩარკვიანის “კანონი და სამართალს”.