პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფორმულას ეთერში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ახალი პოლიტიკური ძალის შემქნის თაობაზე საუბარი არ ჰქონია.
“როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი საუბარი იმ ფონზე, რა მონოლოგებთანაც გვქონდა ერთმანეთთან მიმართებით საქმე. ასეთი საუბარი არ შემდგარა. გასაგებია, რომ ახლა შეთქმულების თეორიებს მოვუსმენთ, რომ მასთან რაღაც საიდუმლო ურთიერთობები ხომ არ მაქვს, ეს, დამერწმუნეთ, მხოლოდ შეთქმულება იქნება. მე ახლა არ ვაპირებ მტკიცებას, რომ ეს ასე არ არის, ადამიანი ისეთია, რაც უფრო მეტს ამტკიცებ, საპირისპირო დასკვნებს აკეთებს”,– ამბობს ხუხაშვილი ფორმულასთან საუბრისას.
მან დღეს განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს და ერთჯერად პროექტში მიიღებს მონაწილეობას. პოლიტოლოგი ჯერჯერობით არ ასახელებს, რომელ პოლიტიკურ პარტიასთან ითანამშრომლებს. ხუხაშვილის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილთან პიროვნული ვალდებულება ჰქონდა, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკურ პროექტში მონაწილეობა არ მიიღო, თუმცა ახლა ვალდებულებამ ძალა დაკარგა.