შეიარაღებულ მამაკაცთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, ჩაკეტილია პირველ სართულზე – სირაძე

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, შეიარაღებულ მამაკაცთან, რომელიც ცოტახნის წინ კორპუსიდან ისროდა, მოლაპარაკება მიმდიინარეობს.

სირაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის მისი ოჯახის წევრები და ადგილობრივი მცხოვრებლები უსაფრთხოდ არიან.

“მამაკაცი არის შეიარაღებული, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში, არის ჩაკეტილი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, საიდანაც რამდენიმე გასროლა მოახდინა უმისამართოდ. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ადგილზე მობილიზებული არიან, მოსახლეობის უფართხოება დაცულია. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, – განაცხადა ჟურნალისტებს ვაჟა  სირაძემ.

ადვოკატის თქმით, მამაკაცის მიზანი არავის მოკვდინება არ ყოფილა და ის შვილების შესაშინებლად ისროდა.

ადგილობრივების თქმით, ამ ფაქტს წინ უძღვოდა კაცის შვილებთან დაპირისპირება.