ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შეიქმნება პორტალი, სადაც ვაქცინით აცრის მსურველები რეგისტრაციას და სასურველი ვაქცინის არჩევას წინასწარ შეძლებენ.
“მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რაც შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და ასევე, მათ არჩევანს მეტად უფრო გააფართოვებს, ეს არის ვებპორტალი, სადაც ჩვენს მოქალაქეებს, განურჩევლად ჯგუფისა, საშუალება ექნებათ წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად და ასევე, მათ საშუალება ექნებათ აირჩიონ ყველა ის ვაქცინა, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი და რომელიც ფართოდ არის მსოფლისო მასშტაბით ხელმისაწვდომი.
ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს კვლევა დაგვეხმარება მივიღოთ მნშვნელოივანი სტრატეგიული გადაწყვეტილება და ეს იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, რა შემდეგი ვაქცინები იქნება ქვეყანაში შემოტანილი”, – განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, საქართველოში ასტრაზენეკათი ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო, ხოლო ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზევით მოქალაქეები 25 მარტიდან ჩაერთნენ. ვაქცინაციის პროცესში 2 აპრილიდან ჩართნენ 55 წლის ზევით ასაკის მოქალაქეებიც.
ქვეყანაში ჩინური ვაქცინა “სინოფარმის” 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა, თუმცა მას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს.