ხვალ და ზეგ არა, მაგრამ გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ – გამყრელიძე საზ. ტრანსპორტის გახსნაზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა არსებობს და გადაწყვეტილებას მთავრობა მალე მიიღებს.

,,ამ ტიპის გადაწყვეტილებს იღებს საკოორდინაციო საბჭო, რომელიც აჯერებს სხვადასხვა მოსაზრებებს, ინფორმაციებს და ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება.

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა , რა თქმა უნდა, დიდია, ეს ისწავლება. იცით, საზ.ტრანსპორტი ძირითადად დიდ ქალაქებშია დატვირთული, განსაკუთრებით, თბილისში. ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. შეიძლება არ იყოს ხვალ და ზეგ, მაგრამ ამაზე გადაწყვეტილება იქნება მალე მიღებული, თუ როდის , რა პრინციპებით და წესების დაცვით ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქვეყანაში”,- თქვა გამყრელიძემ.

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი მზად არის საზოგადობრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად, თუმცა როდის მოხდება ეს, არ იცის. მისი თქმით, დარგის სპეციალიტების მითითებებს ელოდებიან.