შეიძლება, გარკვეული მოსამართლეების მიმართ იყოს სანქციები – ამის შესახებ, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა. რითიც “ქართული ონცბეის” მიერ, ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმას გამოეხმაურა.
”რა თქმა უნდა, შეიძლება გარკვეული მოსამართლეების მიმართ იყოს სანქციები, რომლებმაც არამართლზომიერი გადაწყვეტილებები მიიღეს. რა თქმა უნდა, ამაზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ წინასწარ არ მინდა ამაზე რაღაც ვთქვა, დებატებში შევიდე. ბრიუსელში არის კომისია, დავსხდებით და ვისაუბრებთ. ”- ამბობს კრამონი.