“შეიძლება, დაგვიჭირონ. ამის პრობლემას პიროვნულად ვერ ვხედავ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ბრძოლა გაგრძელდება, რადგან ამ სისტემის დემონტაჟი თუ არ გავაკეთეთ და რაღაც ახალი არ დავიწყეთ ამ ქვეყანაში, არაფერი არ გამოვა. ახლის დაწყება პირველ რიგში არის სამართლის დადგენა და ისეთი ინსტიტუტების შექმნა, სადაც მოქალაქეს ექნება განცდა, რომ არ დაჩაგრავს სახელმწიფო მანქანა.

ეს არის ტიპური საბჭოური ბიძინა ივანიშვილის მართული პროკურატურა, უკვე ღრმად ვართ შესული დეპოში”

ამბობს ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სასამართლო სხდომის შემდეგ. ცნობისთვის, დღეს სასამართლომ განიხილა ე.წ. ფულის გათეთრების საქმეს, რომლის ფიგურანტები არიან ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი და “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ხოლო ავთანდილ წერეთელს უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებიან.