შეიძლება დამაკავონ, ხვალ ვიკრიბებით ყველა, ბევრი ხალხი გამოვდივართ ქუჩაში – სააკაშვილის ბოლო ხმოვანი შეტყობინება დაკავებამდე

“შეიძლება დამაკავონ, ხვალ ვიკრიბებით ყველა, ბევრი ხალხი გამოვდივართ ქუჩაში”- საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაკავებამდე ხმოვანი შეტყობინება ჩაწერა, რომელიც ცოტა ხნის წინ მის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

“მე შეიძლება დამაკავონ ახლა თბილისში, მაგრამ იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძვით. ხვალ ვიკრიბებით ყველა, ძალიან ბევრი ხალხი გამოვდივართ ქუჩაში და ვიგებთ ბოლომდე ამ არჩევნებს”,-თქვა მიხეილ სააკაშვილმა.