შეიძლება დღის წესრიგში დადგეს უვიზო რეჟიმის გადახედვა – დეკანოიძე ღარიბაშვილზე

ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ეხმიანება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მთავრობა უარს ამბობს ევროკავშირისგან დახმარების მიღებაზე.

დეკანოიძის აზრით, შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს უვიზო რეჟიმის გადახედვის საკითხი.

“ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც უარს ამბობს თითქოს ევროკავშირის ტექნიკური დახმარების მიღებაზე ( სინამდვილეში ევროკავშირმა 2018 წელს მოლდოვის მსგავსად შეუჩერა ტრანში) ნიშნავს:

– ასოცირების შეთანხმებას საფრთხე ექმნება, უბრალოდ ვერ შეასრულებენ;

– მალე შეიძლება დღის წესრიგში დადგეს უვიზოს გადახედვა ლუკშენკოზაციის ფონზე.

და რუსეთს. აი, ასეა ეს მწარე სიმართლე,- წერს დეკანოიძე.

ცნობისთვის, 24 აგვისტოს, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ “მოსალოდნელი მაკროსაფინანსო დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ ერთგულია შეთანხმების, განსაკუთრებით რეფორმების ნაწილში”.