ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა ისურვა.
დეკანოიძის თქმით, შესაძლოა ვაშაძეს სააკაშვილზე მეტი მხარდაჭერა უნდა, თუმცა ამას მუშაობის შედეგად უნდა მიაღწიოს.
“არცერთი პოლიტიკოსის გადასაწყვეტი არ არის რომელი კონკრეტული პოლიტიკოსი რა ფორმით უნდა წავიდეს ან დარჩეს პოლიტიკაში, ეს არის გადასაწყვეტი საქართველოს მოქალაქეების. მაგრამ ჩვენ, როგორც პოლიტიკოსებს, გიორგისაც შემიძლია ვურჩიო, თუ გვინდა უფრო მეტი მხარდაჭერა მოვიპოვოთ, ეს მუშაობის შედეგი უნდა იყოს. გიორგის შეიძლება აქვს სურვილი, იმაზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს, ვიდრე აქვს პრეზიდენტ სააკაშვილს. ვიმუშავოთ, ვიშრომოთ, ვიბრძოლოთ, მოვიპოვოთ მხარდაჭერა და მერე უკვე შეიძლება ამაზე საუბარი”,– ამბობს დეკანოიძე ტვ პირველის ეთერში.
მისივე განცხადებით, პოლიტიკოსმა თვითონ უნდა მოპოვოს მხარდაჭერა და სხვა პოლიტიკოსს არ უნდა უთხრას, რომ გაიწიოს და ჩაენაცვლება.
ცნობისთვის, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ თქვა, რომ “ძალიან კარგი იქნება, თუ სააკაშვილის განაცხადებს იმავეს და წავა პოლიტიკიდან”.