“მე დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა ძალიან მყარი პოზიციებით იქნება წარმოდგენილი. აუცილებლად უნდა ვახსენო, რომ მათი პიარული მსვლელობა იყო, რომ ამ საქმისთვის ეწოდებინათ პიჯაკების საქმე, რომელიც არის საკმაოდ ელიტური კორუფციის საქმე და შეიძლება, უფრო მეტად ვუწოდოთ ბოტოქსების საქმე, რადგან სადღაც 500 000-მდეა დახარჯული კოსმეტიკური პროცედურებისთვის, შეიძლება ვუწოდოთ გასახდომი პროცედურების საქმე, ვუწოდოთ უცნაური მეთოდებით დახატული ნახატების საქმე, სტილისტის საქმე, რადგან სამჯერ უფრო მეტი თანხაა დახარჯული სტილისტის მომსახურებაში, ვიდრე პიჯაკებში და პიარულად, ალბათ, ძალიან მომგებიანია, რომ ადამიანებს აუჩუყონ ამით გული”

თქვა ოცნების დეპუტატმა ნინო წილოსანმა პალიტრანიუსის ეთერში. ცნობისთვის, დღეს, 11 საათზე დაიწყება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე.