დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ვაქცინით აცრის შემდეგ ბანაობა პრობლემა არ არის.
“ჩვენი კოლეგა აცრილებს ეუბნება, არ იბანაოთო და მე მგონი, ზოგი ეუბნება, 3 დღე არ იბანაოთო. კიდევ ერთხელ ვამბობ: არავითარი საჭიროება არ არის იმის, რომ აცრის შემდეგ არ ვიბანაოთ.
ნუ, სანამ ჭრილობაზე აკრავენ ხოლმე სპეციალურ პლასტირებს, ცოტა ხანი, ის პლასტირი რომ გვაქვს, იმ დროს, იმ წუთში ნუ ვიბანავებთ, რომ ავიცრებით, რამდენიმე ხნის შემდეგ არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს არც ტანის დაბანა”,– თქვა იმნაძემ.