”ეროვნული თანხმობა არის საჭირო, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა უფრო ცხადი და ხელშესახები გახდეს. რას ველოდები? ველოდები იმას, რომ ისევ შეიკრიბებიან, შევიკრიბებით, მათ შორის ჩვენი მომხრეებიც, შეიძლება, მეც ვიყო. კიდე ერთხელ ვამბობ, ისევე როგორც წინა აქციაზე, მათ შორის ძალიან ბევრი ჩვენი მხარდამჭერებიც იყვნენ, კიდევ ერთხელ ხაზგასმულ იქნა ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ მშვიდობიანად ჩატარდა აქცია, რაც არის, ნამდვილად, ქართული სახელმწიფოს საკადრისი. იმ ღირებულებების დამცველები ვართ, რომლებითაც ევროპა დღემდე ამაყობს.”
ამის შესახებ, ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განცხადება პარლამენტში, მედიასთან გააკეთა.