შეიძლება, ნიკა მელიას ებრძვიან – ხვიჩია 4 პარტიის კოორდინაციაზე

პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ეხმიანება 4 პარტიის მიერ თბილისში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას და ამბობს, რომ ეს პარტიები შესაძლოა, ენმ-ს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ებრძვიან.

მისივე შეფასებით, ეს არა ოპოზიციური ერთობა, არამედ იმ პარტიების ერთობაა, რომელიც ისტორიულად ნაციონალურ მოძრაობას უკავშირდება.

„მათ არავისთან კოორდინაციის არანაირი სურვილი არ გამოუხატავთ. ეს ფართო ოპოზიციურ ერთიანობასაც არ მოიცავს. ოპოზიციის ისეთი ნაწილი, რომელიც, ისტორიულად, ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირდება, ერთად გეგმავს კანდიდატების წარდგენას, სხვები არ მონაწილეობენ. მე უბრალოდ იმდენად არასწორად მიმაჩნია ეს ე.წ. „ტაქტიკა“, რომ ვთვლი, რაღაც სხვა ხდება. შეიძლება, ნიკა მელიას ებრძვიან და მისი წაგება უნდათ, თორემ, სხვანაირად, ასეთი კამპანია როგორ უნდა ჩაატარონ, მე ფიზიკურად არ მესმის”,– თქვა ხვიჩიამ იმედის ეთერში.

ცნობისთვის, დღეს ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ, ნაციონალურმა მოძრაობამ, გირჩი – მეტი თავისუფლებამ, დროამ და ევროპულმა საქართველომ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.