“შეიძლება სურვილი გაუჩნდეთ რომ პარლამენტის შიგნით საბოტაჟის რეჟიმი ჩამოაყალიბონ”-განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკეტმა, გია ვოლსკიმ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას. ვოლსკის თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ქუჩიდან ვერ მოახერხა დესტრუქცია და შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი, რომ პარლამენტის შიგნით ჩამოაყალიბონ საბოტაჟის რეჟიმი.
„ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა, მცირე თუ საშუალო, „ნაცმოძრაობა“ არის „ნაცმოძრაობა“ და აქვს გარკვეული სტრატეგია. თუ ამ სტრატეგიას შეცვლიან, მნიშვნელოვანწილად უნდა შეცვალონ და დესტრუქციიდან საქმეზე გადავიდნენ იმიტომ, რომ ეკონომიკური, ჯანდაცვის, ბიუჯეტის, არჩევნების საკითხეებია და რასაკვირველია, ნებისმიერი პარტიიდან საზოგადოება ელოდება კონსტრუქციულ მსჯელობას. კონსტრუქციული მსჯელობა არ ნიშნავს იმას, რომ მწვავე მსჯელობა არ უნდა იყოს, მაგრამ თავად ყოფილი პარტიელებიც გარკვეული ინტელექტუალური რესურსის დეფიციტს ამჟღავნებენ. იმედი ვიქონიოთ, ბოლოს და ბოლოს გაითვალისწინებენ რა უნდა ჩვენს ქვეყანას და რა პრობლემები არსებობს მის წინაშე. პარლამენტი არ უნდა იყოს გამოყენებული დესტრუქცისთვის. ქუჩიდან ვერ მოახერხეს დესტრუქცია და შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი, რომ პარლამენტის შიგნით საბოტაჟის რეჟიმი ჩამოაყალიბონ, რაშიც კარგად არიან გაწაფულები“,- განაცხადა ვოლსკიმ.