პარტია გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ შეთანხმება ისევე არ უნდა ქართულ ოცნებას, როგორც ნაციონალურ მოძრაობას.
ხვიჩიას მტკიცებით, ხელისუფლებამ დაინახა, რომ გირჩს მართლაც შეეძლო პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების შეყვანა, ამიტომ ეს შეუძლებელი რომ გამხდარიყო, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.
“ქართული ოცნების ყველა ეს ქმედება იყო დესტრუქციული და არათანმიმდევრული, რადგან ჩვენი შესვლის პირობა, რაზეც ვთქვით, რომ სხვა პარტიებსაც შემოვიყვანდით პარლამენტში, არ ჯდებოდა არანაირ წითელ ხაზებში, მაგრამ როდესაც გაიაზრეს, რომ ჩვენ შეიძლება მართლა შეგვეყვანა ეს ხალხი, იმისთვის, რომ ეს შეუძლებელი გამხდარიყო, გააგრძელეს სისხლის სამართლის საქმე და პატიმრობა შეუფარდეს ნიკა მელიას, აქედან გამომდინარე, ქართულმა ოცნებამ შეგნებულად ჩაშალა ეს პროცესი. ის ისეთივე დესტრუქტორია ამ პროცესის, როგოროც მანამდე იყო სხვა ოპოზიციური პარტიები”,– ამბობს იაგო ხვიჩია რუსთავი 2–ის ეთერში.
ცნობისთვის, 17 თებერვალს საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. 18 თებერვალს კი პრემიერ–მინისტრი გახარიას გადადგომის გამო შსს–მ მისი დაპატიმრება დროებით გადადო.