“შეიძლება ხელშეკრულების კორექტირება მოხდეს “- ამის შესახებ, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. ცოტახნისწინ, ცაგერის მოსახლეობასა და მინისტრებს შორის ნამახვანჰესის პროექტზე გამართული შეხვედრა დასრულდა. თურნავასა გარემოს დაცვის მინისტრ, ლევან დავითაშვილს შეხვედრაზე მწვავე კითხვები დაუსვევს. მინისტრებმა რიტორიკა შემასუბუქეს და აღნიშნეს, რომ შეიძლება თურქულ კომპანიასთან ხელშეკრულების კორექტირება მოხდეს. მინისტრთა პასუხების მოსმენის შემდეგ ადგილობრივებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს და განაცხადეს, რომ სიღრმისეულ კითხვებზე მათ ზედაპირული პასუხები მიიღეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ რიონის ხეობაში გიგანტური ჰესი არ აშენდება.
“შეიძლება მოხდეს კორექტირება, ეს არის და თუკი იქნება დამყარებული მართლაც რეალურ პრობლემებზე და არა დაუშვად იმ არასწორ ინფორმაციაზე, რომელსაც ზოგოერთი არასამთავრობო ავრცელებს და მოსახლეობა შეჰყავს შეცდომაში. ბევრი რამის გათვალისწინება დღესაც შეიძლება, ამიტომ ეს შეხვედრა ნამდვილად არ ყოფილა შეხვედრისთვის”, – განაცხადა ნათია თურნავამ.