“პრემიერმა ისაუბრა ძირითადად იმაზე, რომ ახალი რეალობა, ახალი გარემოებები დადგა, ახალი შტამის გამოჩენასთან დაკავშირებით, “ომიკრონთან” დაკავშირებით, რაც შეეხება იმას, რომ ამას მოჰყვა გამოხმაურება რამდენად პრემიერი ვაქცინაციის მხარდამჭერია, სპეკულაციები მე ვფიქრობ აბსოლუტურად უსაფუძვლოა, იმიტომ, რომ პრემიერი იყო ის ადამიანი, რომლის მეშვეობითაც ქვეყანაში პირველი ვაქცინების შემოტანა მოხერხდა და სწრაფი ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.
ომიკრონზე მუშაობს თუ არა ვაქცინა, მე ვფიქრობ, ამაზე ჯანმოსაც შეიძლება არ ჰქონდეს პასუხი”
თქვა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ღარიბაშვილის განცხადებაზე. დღეს პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ომიკრონის წინააღმდეგ, უმეტეს შემთხვევაში, “ვაქცინა არ მუშაობს”, რადგან თავადაც ორჯერ იყო აცრილი, თუმცა მაინც დაინფიცირდა.