ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ივერი მელაშვილი აცხადებს, რომ თავიდანვე იყო მცდელობა, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელი დაეკავშირებინათ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შესაბამისად შესაძლოა ჰქონდეს ხელისუფლებას მცდელობა რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულონ ”რამეში”.
“თავიდანვე იყო მცდელობა, ჩვენი საქმიდან გამომდინარე უნდოდათ წინა ხელისუფლების ხელმძღვანელობაზე გასულიყვნენ, რომ თითქოს, რაღაც მოხდა. შეიძლება ჰქონდეთ რაღაც მცდელობა, რომ პრეზიდენტი დაადანაშაულონ რამეში, პრეზიდენტზე უნდოდათ გასვლა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ტერიტორიების გადაცემა მოხდა და მსგავსი სისულელეები.” – ამბობს მელაშვილი.
ცნობისთვის გუშინ ცნობილი გახდა, რომ კარტოგრაფების საქმის განხილვა განახლდა, პროცესი დღეს 13 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართა, ხოლო აღნიშნული საქმის პროკურორი მიხეილ სანდრაძე არ გამორიცხავს, რომ საქმეზე მიხეილ სააკაშვილიც დაიკითხოს.