”შეიძლიბა ქართველებს მოუწიოთ არჩევა ან ქართული ოცნება, ან ევროკავშირი”-
განაცხადა საქართველოს ეროვნული თავდაცვისა და დასავლეთში ინტეგრაციის შესახებ დისკუსიაში, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა.]
„ის, თუ როგორ ექცევა მმართველი პარტია სააკაშვილს, ძალზე ცუდია. მე არ მჯერა, რომ ჩემი განცხადებები მმართველ პარტიას შეაცვლევინებს მათ ქცევას, მაგრამ გამოვიყენებ შესაძლებლობას, მივმართო პირდაპირ მიხეილ სააკაშვილს. შიმშილობით მან უკვე მიაღწია ბევრს, მიიპყრო ყურადღება იმაზე თუ რა ხდება დღეს საქართველოში. ჩემი, როგორც საქართველოს მეგობრის თხოვნაა მან შეწყვიტოს შიმშილობა.
მე მქონდა ქართული ოცნების წარმომადგენლებთან გასაუბრების შესაძლებლობა და ვცდილობდი, ამეხსნა მათთვის, თუ რა სახის შეცდომებს უშვებდნენ. ეს ყველაფერი საქართველოს ძალზედ ცუდ იმიჯს უქმნის, არა მხოლოდ მთავრობას, არამედ ზოგადად ქვეყანას. ეს მართლაც ზიანს აყენებს ქართველი ხალხის სურვილს და მისწრაფებას შეუერთდნენ ეევროკავშირსა და ნატოს.
არ გამიკვირდება, რომ დადგეს დრო, როცა საქართველოს მოსახლეობას მოუწევს არჩევანის გაკეთება, ან ქართული ოცნება ქვეყნის სათავეში ან ევროკავშირში ინტეგრაცია” – განაცხადა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა.