სალომე ზურაბიშვილმა პოლიტპატიმარ გიორგი რურუას შეწყალებაზე უარით ოქტომბრის არჩევნებს ლეგიტიმურობა გამოაცალა – ასე ეხმაურება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ზურაბიშვილს უარს.
“მინდა გავაკეთო განცხადება საქართველოს პუტინის რეკომენდაციით დასმული პრეზიდენტის უარზე შეეწყალებინა პოლიტიკური პატიმარი, რითაც მან პრაქტიკულად ლეგიტიმურობა გამოაცალა 31 ოქტომბრის არჩევნებს, თავი ჭკუით.იმ დროს, როდესაც ამ ქალბატონმა რამდენიმე ხნის უკან შეიწყალა პოლიციის მკვლელები, ნარკოვაჭრები და პედოფილები, მისგან განცხადება, რომ დამნაშავეს არ შეიწყალებს, აჭარბებს მსოფლიო იუმორის ყველა მასშტაბს, თუმცა ეს გახლავთ ტრაგიკული იუმორი, რომელიც ძალიან ცუდად დაუმთავრდება მას და მის ამ პოსტზე ჩამომყვანებს პარიზიდან” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.