შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან, სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.აქციის მონაწილეების მთავარი  მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ტყვეობის დასრულება და მისი სამკურნალოდ გადაყვანაა.

#თავისუფლებამიშას  – აქცია “ნაციონალური მოძრაობის” სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა წარადგინა.