შემაშფოთებელია „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი – სტანო

“შემაშფოთებელია „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ” – სე გამოეხმაურა ევროკავშირის პრესსპიკერი პიტერ სტანო Netgazet-თან უმრავლესობის მიერ დარეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტს.

“შემაშფოთებელია „ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი. სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველია. ეს, ასევე, საკვანძოა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და 12 პრიორიტეტის ნაწილია. […] საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოებს აქვთ მოვალეობა, პატივი სცენ, დაიცვან და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოს, ასევე გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობა და სტანდარტები აღიარებს რესურსებზე ხელმისაწვდომობას, დაფინანსების ჩათვლით, როგორც გაერთიანების თავისუფლების განუყოფელ კომპონენტს, როგორც ეს გათვალისწინებულია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლში, რომლის მხარეც საქართველოა. საშინაო და საერთაშორისო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა არ უნდა შეიზღუდოს, არამედ ის უნდა იყოს ხელშეწყობილი, როგორც აუცილებელი სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და მნიშვნელოვანი მუშაობისთვის”, – ნათქვამია ევროკავშირის პრესსპიკერ პიტერ სტანოს განცხადებაში, რომელიც Netgazet-მა წერილობითი კითხვის საპასუხოდ მიიღო.