“”შემდეგი ვინ იქნება იცით ? ბერა. ბერას მიადგნენ უკვე. ბერათი აშანტაჟებენ ახლა ბიძინას. “- განაცხადა პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა TV პირველის ეთერში სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების შეფასებისას. მან ასევე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა კრემლი კობახიძის მეშვეობით აშანტაჟებდეს.
“შემდეგი ვინ იქნება იცით ? ბერა. ბერას მიადგნენ უკვე. ბერათი აშანტაჟებენ ახლა ბიძინას. მე ახლა დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ფაქტია, რომ ლილუაშვილის დაპატიმრება ეს ნიშნავს ბიძინაზე მინიშნებას, რომ შენ აღარ ხარ თამაშში, ჩვენ ვართ აქ ბოსები, თუ არადა ბერაზე გავხეთქავთ ბევრ რამეს.აი, ეს არის ამ მამაძაღლობის მთავარი მიზანი და მე ბიძინასგან ძალიან მიკვირს, რომ ბერა გაიმეტა ძალიან ცუდი რაღაცებისთვის. ეს არის ბიძინას სტრატეგიული შეცდომა, რაც შეიძლება ძალიან ძირი დაუჯდეს.ძალიან ბევრი (ინფორმაცია) შეიძლება ჰქონდეთ ბერაზე. ფაქტია, რომ ამ ბავშვებმა გაბედეს ბიძინასთან ამ ენაზე საუბარი, ეს არის ყველაზე საინტერესო აქ. მათ ეს ნაბიჯი გადადგეს. მე ვეჭვობ, რომ მათ აქვთ სერიოზული ზურგი ბიძინას ადეკვატური ძალისგან, ანუ გარკვეული გარანტიები აქვთ მიღებული, არ ვიცი ახლა კრემლში თუ სად, მაგრამ ფაქტია, რომ ლილუაშვილის დაკავება არის სიმპტომი იმისა, რომ ბიძინას ისინი აღარ ეპუებიან – ან გაჩერდები და ჩამოშორდები ყველაფერს, ან თუ არადა აგერ კარზე გიკაკუნებთ, ამას ეუბნებიან.(…) თამაშგარე მდგომარეობაში არ არის ივანიშვილი, მაგრამ ფაქტია, რომ ამის პირზეა. როდესაც მივიდნენ ბიძინასთან და ვითომ მარტო ფულსი ამორებაზე იყო საუბარი, ეხლა დღეს სრულიად ცხადია, რომ ამრტო ფულზე არ იყო საუბარი. არსებობდა ფარული პოლიტიკური გეგმა, მინიმუმ ბიძინას გაკოჭვის, რომ გასაქანი არ მისცეს და მე ვფიქრობ, რომ ეს ოპერაცია არის დასკვნით ფაზაში გადასული. ბიძინა არ არის ის ბიჭი, რომ მარტივად დანებდეს, ამიტომ ბევრ საინტერესო რაღაცას ვიხილავთ ამ პერიოდში. (…) ბერა ახალგაზრდა კაცია და შეიძლება ცოტა მეტი აიღო თავის თავზე, ვიდრე მას ამის ზიდვა შეეძლო და ბიძინა ეს გაეპარა. ვიღაცა როგორც ჩანს, ამით კარგად სარგებლობს.” – თქვა ხუხაშვილმა.















