ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ვიდეო სადაც, რუსი ოკუპანტები ქართველებს ემუქრებიან, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს შეურაცხყოფას აყენებენ და აგინებენ.
ვიდეოში, ოკუპანტები ამტკიცებენ, რომ ქართველების პოზიციები ფრონტზე გაანადგურეს თუმცა მათ არცერთი ქართული ნაწილი არ გაუნადგურებიათ. ვიდეოში არსებული საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ახლებია და სადმე შტაბში ან პოზიციებზე ნამყოფს არ ჰგავს.
“გაფრთხილება ყველა ნაბიჭვარს – ჩვენ ვნახეთ თბილისის ცენტრში ქართველმა ნაცისტებმა როგორ დაწვეს რუსული დროშა. ჩვენ ასევე ვნახეთ, სხვადასხვა ქართველი ეშმაკები როგორ ბილწავენ რუსების სახლებს საქართველოში. ისე მოხდა, რომ მხოლოდ “ვაგნერელები” დავრჩით, ვინც ჩვენს სამშობლოს საგარეო საფრთხისგან იცავს – მაგალითად დღეს დედა მოვუ**ნით ქართველების პოზიციებს და იქ მათი წყეული დროშები ვნახეთ.
ნახეთ, რას ვუზამთ ახლა იმ ქვეყნების დროშებს, რომლებიც ჩვენს დროშას დასცინიან. თავად ნახეთ და იცოდეთ, შემდეგი თქვენ იქნებით, დედამო**ნული ქართველები” –ისმის ვიდეოში.