“ფორმულას” გემერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი პოლიტიკური აქტია.
მისი თქმით, ამით ხელისუფლებას სურს, კეზერაშვილის საქართველოში არსებული ქონების – ფორმულას წილის დაყადაღება.
„დღევანდელი გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროსი არის სუფთა პოლიტიკური საკითხი, რომელიც უკავშირდება მედიას, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიისთვის ხელშეშლას. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მედიას, რომელიც მისთვის წარმოადგენს ყველაზე დიდ პრობლემას, არჩევნების მერე ერთიანად გაუსწორდეს. დარჩენილი იყო ერთადერთი ძლიერი მედია, ფინანსურად და ინფრასტრუქტურულად და საჭირო იყო “მოევლო” ხელისუფლებას. ეს ნაბიჯი ამას უკავშირდება.
ვფიქრობთ, შემდეგი იქნება კეზერაშვილის ქონების დაყადაღება საქართველოში და, ბუნებრივია, ერთადერთ ინტერესს წარმოადგენს ფორმულას წილი, რათა მიიღონ ჯამში ის, რომ არ იმაუწყებლოს არცერთმა დამოუკიდებელმა მედიამ.
ცნობისთვის, “თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით” საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს.