შემიძლია თავდებშიც ჩავუგდე, თუ გაითავისებს რა ჩაიდინა.. აგერ ორმა მოინანია დღეს და მათ სერიოზული შეღავათი გაეწიათ პროკურატურისგან – მდინარაძე

” მე შემიძლია ამ ადამიანს თავდებშიც კი ჩავუგდე-მეთქი, თუ ის გაითავისებს რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას და თუ იტყვის, კი ბატონო.”- განაცხადა ამის შესახებ,  მამუკა მდინარაძემ პატიმრობაში მყოფ ანდრო ჭიჭინაძეზე საუბრისას.

მისი თქმით, თუ ანდრო ჭიჭინაძე ბრალს აღიარებს, „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელი თავდებში ჩაუდგება.

„კარგი მსახიობია ძალიან და ბევრს უყვარს როგორც მსახიობი, მათ შორის „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც და ბევრი საერთო ახლობელი, მეგობარი აღმომაჩნდა. საქართველოა, თბილისია და მე ვთქვი, მე შემიძლია ამ ადამიანს თავდებშიც კი ჩავუგდე-მეთქი, თუ ის გაითავისებს რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას და თუ იტყვის, კი ბატონო. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჩვენგანი, მარტო ახლა მამუკა მდინარაძე კი არ არის მაგარი ბიჭი, ვიღაცას თავდებში უდგება და მერე გამოხტებიან ვიღაცები რად გვინდა შენი თავდებობა, არა, უბრალოდ თუნდაც სიტყვის მასალად ან მის გარეშე, ნებისმიერი ჩვენგანი, „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელი მზად ვართ ვუშუამდგომლოთ, თავდებში ჩავუდგეთ, თუ რა ფორმითაც გნებავთ, ისევე როგორც, ეს თავდებობით არ მომხდარა, აგერ ორმა ადამიანმა, დღეს იყო ერთ-ერთი ოკრიბელაშვილი თუ არ ვცდები, აღიარა, მოინანია, გაითავისა რაში იღებდნენ მონაწილეობას და მათ სერიოზული შეღავათი გაეწიათ პროკურატურისგან“, – განაცხადა მდინარაძემ

ანდრო ჭიჭინაძე ერთ-ერთია იმ 45 ადამიანს შორის, რომლებიც პროევროპულ აქციებში მონაწილეობდნენ და პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა.