პარტია გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ფილიპ რიკერმა შესთავაზა, ინსტიტუტების გამოყენებით გააგრძელონ ბრძოლა, რაზეც აუხსნეს, რომ ამ ქვეყანაში ეს ინსტიტუტები არ არსებობს.
“პირდაპირი მოწოდება არ ყოფილა, ეს შეუძლებელიც არის, თუმცა შემოთავაზებული იყო ის, რომ ხომ არ ჯობია ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ გაგრძელება ბრძოლის? რაზეც ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს, შესაბამისად, ის, რაც შეიძლება მუშაობდეს რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად, სასამართლო, საარჩევნი კომისია, საქართველოში უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ ინსტიტუტებით ბრძოლა უშინააროსოა, თავს ხომ არ მოვიტყუებთ? ასე ავუხსენით ზუსტად”, თქვა ჯაფარიძემ შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, საუბრისას შეეხნენ მეორე ტურებსაც და ოპოზიცია კვლავ იყო ერთიანი.
ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ამ რეალობაში ოპოზიციური პარტიები პარლამენტში არ შევლენ.
დღეს ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ფილიპ რიკერს შეხვდნენ.