საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ შემოდგომის რეფერენდუმის წინ ივანიშვილს და მის დამქაშებს ძალიან სერიოზულ სიურპრიზს უმზადებს. ამის შესახებ მან ფეისბუქ ჩართვის დროს განაცხადა.
„შემოდგომის რეფერენდუმის წინ ივანიშვილს და მის დამქაშებს ძალიან სერიოზულ სიურპრიზს ვუმზადებთ და ამას სრულიად სერიოზულად ვამბობ. ქართველ ხალხს სასიამოვნო სიურპრიზს ვუმზადებთ, ვიღაცას გაუხარდება და ეს რამდენიმე მილიონი ქართველი იქნება და 100, 200, 300 კაცს ეწყინება. ყველამ ვისაც ეწყინება, როგორც ერთი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობდა ცივი წყალი დალიოს. ჩვენი ამოცანაა ივანიშვილის რეჟიმის, ამ გველეშაპის საქართველოდან ჩამოშორება. ამ ამოცანაზე.
ნამდვილად არავის არ ვურჩევ პარლამენტის კედლებში ჩაკეტვას. იმიტომ, რომ პარლამენტის კედლებში ჩაკეტვა ნიშნავს, რომ ისევ მათი თამაშის წესების ბოლომდე მიღებას, ჩაკეტვა არა, გამოყენება ჩვენდა სასარგებლოდ, რა თქმა უნდა! მთავარი სამიზნეა, შემოდგომაზე ამათი ჩამოშორება საქართველოს ხელისუფლებიდან“, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა ყოფილი პრემიერის, გახარიას შესახებაც ისაუბრა, რომელმაც შაბათს ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნა:.
„გახარიას შეხედეთ, აბა რისი პროექტია? კაცი 15 წელი ცხოვრობდა რუსეთში, მათ შორის, როცა გვბომბავდნენ ხმა არ ამოუღია. უკაცრავად და ფული საიდან აქვს? თუ ვინმემ უყურა ამ საცოდაობას ე.წ. პრესკონფერენციას, ისევ არ გაუმართლა საცოდავ რუსებს, ისევ რაღაც „ფუმფლო“ შერჩათ ხელში. მესმის, რომ „ტიპი“ იყოს კიდევ“, – განაცხადა სააკაშვილმა.