“შემოვედი მესხის ოთახში. ვიბარებ ყველა ოქმს! პრობლემური უბნების ოქმები უკვე ჩავიბარე “- ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანა წითლიძე Facebook-ზე წერს. მისი თქმით, ის უკვე იმყოფება, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის ოთახში სადაც ის ოქმებს იბარებს.
“შემოვედი მირანდა მესხის ოთახში. ვიბარებ ყველა ოქმს! პრობლემური უბნების ოქმები სადაც ოქმს არ გვაძლევდნენ უკვე ჩავიბარე. აქ ვიჯდები სანამ ყველა ოქმი არ მექნება და არ აიტვირთება!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!!” – წერს წითლიძე