შემოვიღოთ დასჯის ისეთივე ზომა, როგორიც არის სინგაპურში – კარგი გაროზგვა, გაწკეპვლა – ამ დეპუტატებს უნდა მოხვდეთ ერთ ადგილას როზგი,- ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან გასულ
„ფიზიკური შეხების უფლება აქვს მხოლოდ მანდატურს, დანარჩენი ეს არის ხულიგნობა და შეიძლება მხოლოდ შეფასდეს სხვა სახის სამართლებრივ დარღვევად. არ არის საკმარისი მხოლოდ გაკიცხვა ან ეთიკის საბჭოზე თუნდაც ჯარიმის გამოცხადება. მე შევალ წინადადებით, რომ შემოვიღოთ დასჯის ისეთივე ზომა, როგორიც არის სინგაპურში – კარგი გაროზგვა, გაწკეპვლა, ვირული საქციელი უნდა დაისაჯოს ფიზიკურად და ამ დეპუტატებს უნდა მოხვდეთ ერთ ადგილას როზგი და სხვადასხვა სისქის წკეპლები. სხვანაირად ისინი ცივილიზებული საპარლამენტო ცხოვრების წესს ვერ შეეგუებიან. ეს არის მოძალადე “ქართული ოცნება”, ქუჩაში ძალადობს ჟურნალისტებზე, აქ – ქალ დეპუტატებზე. მოძალადეს რეგლამენტით დასჭირდება დასჯა. ხომ არის სინგაპური ერთ- ერთი განვითარებული ქვეყანა, მათ სასამართლო სისტემაში ხომ არის გაწკეპვლა, აი, ახლა მოუხდებათ ამ დეპუტატებს კარგი როზგები უკან,“ – განაცხადა გოცირიძემ.