“მივმართავ ხელისუფლებას, მეტი რა უნდა მოხდეს, რომ სიტუაციის სიმძიმე შეიმჩნიოთ. როგორ ვერ ხვდებით, რომ ჩვენი მოქალაქეები შექმნილი ვითარების გამო უკიდურესად სტრესულ მდგომარეობაში არიან.
მოგიწოდებთ:
1. დაუყოვნებლივ მოიწვიეთ უსაფრთხოების საბჭო;
2. შემოიღეთ დროებითი სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის;
3. ეროვნულმა ბანკმა სასწრაფოდ შეიმუშაოს ინსტრუქცია საბანკო სექტორისთვის, თუ როგორ მოიქცნენ შექმნილ ვითარებაში;
თვითშემოქმედება ასეთ დროს ძალიან სახიფათოა.
და ბოლოს, განუმარტეთ საქართველოს მოქალაქეებს, რატომ არის ღია ჩვენი კარი ყველასთვის, გარდა პუტინისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისა”
წერს პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე.