შემოსავლების სამსახური ადასტურებს, გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით 15 000 ტონა რუსული საწვავი ტანკერით ბათუმში შემოიტანეს, მაგრამ ამასთანავე აღნიშნავენ რომ სანქცირებული არც ტვირთია და არც გემი.
“გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, დადგინდა, რომ საერთაშორისო სანქციები არც ტვირთზე ვრცელდება, ვინაიდან საქონლის ფასი არ აღემატება სანქციებით დაწესებული ფასის ზედა ზღვარს”, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში
ამასთან დაკავშირებით, ინფორმაცია, დღეს დილით ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა.
“ივანიშვილი არ ჩერდება! ამ წუთებში ბათუმის პორტში დგას ნავთობტანკერი – “Capibara”, რომელიც დატვირთულია 15 000 ტონა “Газпром нефть”-ის სანქცირებული დიზელით. მომწოდებელი შუამავალი ოფშორული კომპანია “BONEX”-ია. ამ სქემით და ერთი გემით, მინიმუმ 5 მილიონ ლარს მოიგებს ივანიშვილი…”, – განაცხხადა ლევან ხაბეიშვილმა და სქემის ხელმძღვანელობაში სუს-ის უფროსი ანრი ოხანაშვილი დაადანაშაულა.