“მათთვის, ვისაც აფხაზურ-რუსული ურთიერთობების განადგურება და აფხაზეთის რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიად განხილვა სურს, უახლოეს მომავალში ჩვენი კარი დაიკეტება”.
განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ 16 ნოემბერს სოხუმში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე.